ათი სესია მხოლოდ შენთვის - სადაც თერაპია, ქოუჩინგი და მენტორინგი ერთიანდება, რათა იპოვო შენი გზა და გაბედო მისი გავლა.
ზოგჯერ ჯგუფური პროგრამა საკმარისი არ არის. ზოგ მომენტში გჭირდება სივრცე, რომელიც მხოლოდ შენია - სადაც შეგიძლია ღრმად ჩახვიდე, უსაფრთხოდ, შენი ტემპით.
ეს პროგრამა მათთვისაა, ვინც მზადაა გულწრფელად შეხედოს საკუთარ თავს, დაამუშაოს შინაგანი ბლოკები და ააგოს ცხოვრება, რომელიც მის მისიას ეფუძნება.
ეს არ არის მხოლოდ ქოუჩინგი და არც მხოლოდ თერაპია. ეს არის ინტეგრირებული პროცესი, სადაც სამივე მიდგომა ერთად მუშაობს შენი მიზნისთვის.
გეშტალტ-მიდგომით დავამუშავებთ შინაგან ბლოკებს, ძველ პატერნებს და შემზღუდველ რწმენებს, რომლებიც გაფერხებს. იქ, სადაც სიღრმისეული მუშაობაა საჭირო.
სიცხადეს შევიტანთ შენს მიზნებსა და მიმართულებაში. ვიპოვით შენს ძლიერ მხარეებს და ავაგებთ კონკრეტულ, განხორციელებად გეგმას.
გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას - ცხოვრების მისიის პოვნისა და მისით ცხოვრების გზაზე. პრაქტიკული სიბრძნე, რომელიც გზას გიმოკლებს.
თითოეული სესია წინა საფეხურს აშენებს. ვიწყებთ შენი გაცნობით და ვამთავრებთ მკაფიო, ცოცხალი სამოქმედო გეგმით.
სად ხარ ახლა, სად გინდა მისვლა და რა გაბრკოლებს ამ გზაზე.
თერაპიული მუშაობა ძველ პატერნებზე და შიშებზე.
ვინ ხარ და რა არის შენთვის მნიშვნელოვანი.
შენი დიდი „რატომ“ - მკაფიოდ და ნათლად.
ფინანსური თერმოსტატი, თვითპრეზენტაცია, რწმენების გადააზრება.
კონკრეტული ნაბიჯები, მოტივაცია და მდგრადი ცვლილება.
10 წელზე მეტია, რაც ანტრეპრენერი და საკუთარი თავის უფროსი ვარ. EAGT ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-თერაპევტი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, სპიკერი და ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ წარმომადგენელი საქართველოში.
2016 წლიდან აქტიურად ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებთან - ათასობით ადამიანს დავეხმარე შინაგანი ძალის პოვნაში, თვითრწმენის დაბრუნებაში, საყვარელი საქმის აღმოჩენასა და კარიერულ ზრდაში. 2018-2020 წლებში ქართულად ვთარგმნე და გამოვეცი ბაირონ ქეითის ორი წიგნი.
უკვე 3 წელია ვანკუვერში, კანადაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. მზად ვარ გაგიზიარო ის ინსტრუმენტები, ხედვა და გამოცდილება, რამაც არაერთი წარმატებული პროექტი განმახორციელებინა, შინაგანი ძალა მაპოვნინა და ახალი გზა დამანახა - რათა ახლა შენ დაგეხმაროს.
თუ გრძნობ, რომ მზად ხარ ღრმა, პირადი მუშაობისთვის - მოდი, ერთად დავიწყოთ.
დაჯავშნე ადგილი →